07:48 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:15:56, 887 ნახვა

საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი კვლავ შეფერხებით მუშაობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ  პუნქტზე  შექმნილი ვითარების თაობაზე, ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ  პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილების  შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET" - ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.

„ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია. ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics