19:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 00:00:32, 741 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

26 ოქტომბერს, 09.45 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ „Doing Business 2017”-ის ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში უნდა მივიდნენ 09.30 საათზე. 

26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის მერიაში თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი საზოგადოებას საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილ „პლანტას“ სასათბურე კომპლექსს წარუდგენს. 
საკონტაქტო ტელ: 577757979

26 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში, გაიმართება მეცამეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებთან. 
მის: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ა/ო "საზოგადოებრივი დამცველი" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, შეხვედრას გამართავს.
საკონტაქტო ტელ: 595 502 123 

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ექსპერტი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, გიორგი რუხაძე, პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, არჩევნების მეორე ტური. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა" მე-2 სართული. 
საკონტაქტო პირი ეკა - 595 03 77 22 

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, შპს “გარდაბნის თბოსადგური 2“-ის ხელმძღვანელობა, მთავრობის წევრები და China Tianchen Engineering Corporation TCC-ის წარმომადგენლები გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკის მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ნინო ჯღარკავა - 595 95 72 73

26 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გარდაბანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ის მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს.

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი და მოძრაობა „ივერიელების“ ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლში გახსნიან „ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმის მამხილებელ მზეუმს“. 
საკონტაქტო პირები: ვალერი შოშიაშვილი - 599-41-89-99; ლევან კოჭლოშვილი - 599-70-20-02

26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, ”თი-ბი-სი” ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ შესყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #7, მესამე სართული. 

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ”ამბასადორში“ სახალხო დამცველი საჯარო დებატებს გამართავს. 
თემა: ”სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება“.
მის.: იოანე შავთელის ქ.#16

26 ოქტომბერს, 18:00 საათიდან, ორი ქართველი დიზაინერის - მაია ბაქრაძის და მაია არჩვაძის, 2017 წლის შემოდგომა-ზამთრის კოოლექციების ერთობლივი გამოფენა-გაყიდვაზე გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების საავტორო, უნიკალური ტექნოლოგიებით და ტექნიკებით შესრულებული სამოსი, აქსესუარები და სამკაულები. კოლექციები შესრულებულია ბუნებრივი მასალებით, ნატურალური საღებავებით, ნატურალური ქვებით. შოურომზე დიზაინერები პირადად დაეხმარებიან ვიზიტორს სამოსისა და აქსესუარების სტილის სილუეტის, ხასიათის და მოდელის მორგებაში. ვიზიტორს შესაძლელობა ექნება შეუკვეთოს საავტორო ნაწარმი სურვილისამებრ- შეცვალოს ფერი, ფაქტურა, ზომა და ა.შ. გამოფენა გაყიდვა 31 ოქტომბრის 13:00 საათამდე გაგრძელდება.
მის: ი. აბაშიძის N47, "არტ გალერეა ვაკე“

26 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი წარმოადგენს კლასიკურ ნაწარმოებებს, რომლებიც უილიამ შექსპირის პიესების მიხედვით შეიქმნა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics