2016-09-26 12:32:08, 1370 ნახვა
კომენტარი
„თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი: სააკაშვილმა მითხრა, რომ ჩვენი რესურსი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად სჭირდება
"თავისუფალი ზონის“ გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბესო კალაძემ, თანაგუნდელებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდგომი არეულობის მოსაწყობად სჭირდება. ბესო კალაძის თქმით, ისინი ემიჯნებიან პარტიას და "თავისუფალ ზონას". „აგვისტო-სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს, ჩემთვის ცნობილი გახდა კონკრეტული ფაქტის, კონკრეტული გარემოებების შესახებ, რამაც ჩემში გააჩინა კითხვები. ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, „თავისუფალი ზონის“ შეკრებების დროს, პირად საუბრებში ჟღერდებოდა ასეთი ინფორმაცია, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ხელისუფლებაში დაბრუნება, ერთდერთი გზა იქნებოდა ქუჩა და ქუჩაში მიმდინარე პროცესები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდა კონკრეტული იდეა, კონკრეტული დავალებები უკრაინიდან, რომ შექმნილიყო სპეციალური ჯგუფი, სპეციალური ორგანიზაცია, ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო დესტაბილიზაციის მოწყობა“, - აღნიშნა ბესო კალანდაძე. მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან აკავშირებს ნაცნობობა, სცადა თბილისიდან დაკავშირება, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოდან მასთან საუბარი ვერ შეძლო, პირადად ჩააკითხა უკრიანაში. „რამოდენიმე დღის წინ ვიყავი უკრაინაში, შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, გავაცანი მას ჩემმი შეხედულებები, შევთავაზე ჩემი რესურსის საარჩევნოდ გამოყენება და კონკრეტული ფაქტების შესახებ გვქონდა საუბარი. ამავდროულად ჩემი გულისტკივილი გამოვხატე იმ მოსალოდნელ არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიაში ვრცელდებოდა. მიხეილ სააკაშვილისგან მივიღე კონკრეტული პასუხი ჩემს შეთავაზებაზე, რომ ჩემი და „თავისუფალი ზონის“ რესურსი მას არ სჭირდება საარჩევნოდ, ეს ხალხი მას სჭირდება არჩევნების შემდგომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად“, - აღნიშნა ბესო კალაძემ. კალაძემ ასევე სააკაშვილისგან მოსმენილ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. „მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად გვითხრა, რომ დანარჩენ ინსტრუქციბს მივიღებთ შუამავლის მეშვეობით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნებოდა არჩევნების შემდეგ, ვითომ არჩევნების გაყალბების სახელით დაგვეწყო საპროტესტო აქციები. ხელისულფება იძულებული უნდა გაგვეხადა, ჩვენი აქციებით, ჩვენი ქმედებებით, მომხდარიყო ჩვენი აქციების დაშლა. შემდგომ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით მოუწოდებდნენ ხალხს, გამოსულიყვნენ ქუჩაში. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უწყებების ბლოკირება და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო სწორედ პროვოკაციების მოწყობა და ამ ყველაფერს შეიძლებოდა მოყოლოდა მსხვერპლი“,- აღნიშნა კალანდაძემ. კალაძის განცხადებით, ის ემიჯნება პარტიას და „თავისუფალ ზონას“. „ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ის გეგმები, რომელიც სააკაშვილს და „ნაცმოიძრაობას“ აქვთ. მე, როგორც ქართველს, არ მსურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არ მსურს ქართველების დაპირისპირება, რადგან საქართველოში უამრავი პრობლემაა, ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობაა, ისედაც ხალხს უჭირს, კიდევ დამატებითი პრობლემები, კიდევ არეულობა, პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მიუღებელი. მე მინდა საჯაროდ, მოსახლეობას ვამცნო მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ და განვაცხადო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვტოვებთ პარტიის რიგებს“, - აღნიშნა სპეციალურ ბრიფინჯგზე ბესო კალაძემ. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და მათთვის ერთადერთი გამოსავალი და იმედი არის ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ. ბესო კალაძემ აღნიშნა, რომ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და "თავისუფალი ზონის" აქტიური წევრი და არის საარჩევნო სიაშიც. მისივე თქმით, ამ თემაზე ბრიფინგი უახლოეს ხანში კიდევ გაიმართება. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|