07:59 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 00:32:42, 952 ნახვა

ჟურნალისტის ბლოგი: წავაგეთ ფეოლა... გაგიჭირდებოდათ...

დაიწყო 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები. ჩვენც რა თქმა უნდა, ჩავებით ამ მარათონში. ახალი იმედებით, ახალი მწვრთნელით, ახალი რიხით.. ნუ მოკლედ, როგორც შესარჩევის წინ ხდება-ხოლმე, ყველაფერი ახალი.

მართალია, სტადიონი სანახევროდ იყო შევსებული, მაგრამ ბიჭებს მხარდაჭერა არ აკლდათ. პირველი 4-5 წუთი, ჩვეულებისამებრ, მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მერე ცენტრი დავთმეთ და ჩემს გვერდით მჯდომმა იმერული კილოთი მოლაპარაკე საშუალო ხნის მამაკაცმა დიაგნოზიც დასვა - ვსო, წავაგეთო... ამის თქმა იყო, ამისულაშვილი ჩავარდა და 0-1.  მოკლედ, მატჩის პერიპეტიებს არარ მივყვები - წავაგეთ. როგორც ყოველთვის წავაგეთ. ზოგი ამბობს, რომ ვიბრძოლეთ, გვქონდა მომენტები და ა.შ. ყველა ციკლს ასე ვიწყებთ, ყველგან რაღაც მომენტები გვაქვს,რაღაც გვაკლდება.

იქნებ საკითხისადმი პროფესიონალური მიდგომა გვაკლია და არა ძელს აცდენილი სანტიმეტრები? ზოგს გულის პრობლემა აქვს, ზოგი დღეში ნახევარ კოლოფ სიგარეტს ეწევა, ზოგი კი საერთოდ უკლუბოდ იმყოფება-ხოლმე და ისე ჩამოდის ნაკრებში. მართლა ვერ ვხვდები ასეთი რა მენტალობა გვაქვს, რომ 22 წელი ვერა და ვერ ვძლიეთ. "მენტალიტეტ დებილ" - ასე შეაფასა წლების წინ საქართველოს ნაკრების იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან ბოსხამპმა ქართველი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა. ძნელია, რომ ჰოლანდიელს არ დაეთანხმო. გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ მართლა ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში - ალბანეთი და ისლანდია ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სომხეთი  ძალიან კარგ ფეხბურთს უჩვენებს და ა.შ. კვარტალში ერთხელ საფრანგეთთან ფრეს მიაღწევ და ესპანეთს ამხანაგურს მოუგებ არ ნიშნავს, რომ მერე 4 წელი ფეხი ფეხზე გადაიდო და მხოლოდ გართობაზე იფიქრო. ერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იყო - აარონ ვინტერი. „აიაქსშიც“ ითამაშა, მილანის „ინტერშიც“  და ჰოლანდიის ნაკრებშიც. უმაღლესი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ არ ვარჯიშობდა და სიგარეტსაც ეწეოდა. კრუიფიც ეწეოდა სიგარეტს და ა.შ. თუმცა, როგორმე გაიგეთ, რომ არ ხართ კრუიფები და ვინტერები თქვენ და მხოლოდ ბევრი შრომის შედეგად შეიძლება, რომ 30 წუთის მერე მაყურებელი სტადიონიდან არ წავიდეს.

ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა - თქვენ გინდათ, იქიდანაც იმასქნათ და აქედანაც იმასქნათო?! ვერ ვიზამთ აქედანაც და იქიდანაც. ჩემს ბავშვობაში იყო გავრცელებული, რომ კარგ  ფეხბურთელს ჯერ „მანჩესტერი აკვირდებოდა“, შემდეგ „სერია ა“-დან ჰქონდა მოწვევები და ბოლოს, „რატომღაც“ ბათუმის „დინამოში“ ან რუსთავის „გორდაში“ ხვდებოდა-ხოლმე. ახლაც ასეა - წარმატებული ქართველები ნელ-ნელა სათდარიგო სკამზე ინაცვლებენ, ხოლო შემდეგ საბოლოოდ ქრებიან.

მოხერხება უნდა, რომ 30 წუთის შემდებ ისედაც ნახევარი სტადიონი კიდევ უფრო გაანახევრო. თუმცა, 22 წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა ეს შეძლოს. ალბათ, საგულისხმო იყო სტადიონზე ზაზა ფაჩულიასა და საკალუთბორთო ნაკრების წევრების ყოფნას დიდი ოვაციები რომ მოყვა. მსგავსი ოვაციები დღეს ფეხბურთელების მიმართ არ ყოფილა.

შეიძლება, ამ ყველაფერს ემოციურ ფონზე ვწერ, მაგრამ სტადიონიდან დღეს პირველად წამოვედი...

 

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics