2016-08-26 19:30:11, 1669 ნახვა
მსოფლიო
სირიის ბლოკირებულ ქალაქ დერაიადანში ხალხის ევაკუაცია დაიწყო
სირიის ქალაქ დერაიადან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებების ევაკუაცია დაიწყო, - ამის შესახებ სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იუწყება. მედია საშუალებსი ინფორმაციით, ალყაში მოქცეული ქალაქიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ შეთანხმებას სირიის სამთავრობო ძალებმა და ამბოხბეულებმა 25 აგვისტოს მიაღწიეს. ბლოკირებული დასახლებიდან ხალხი ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით, ორგანიზაცია "წითელი ნახევარმთვარის" სასწრაფო დახმარების მანქანების თანხლებით გაჰყვათ. სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში 4-დან 8 ათასამდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის ათასამდე შეიარაღებული ამბოხებული. სირიის ხელისუფლების განცხადებით, 700 მებრძოლს იდლიბის პროვინციაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში მას შემდეგ გადაიყვანენ, რაც ისინი მძიმე და საშუალო შეიარაღებას ჩააბარებენ. მშვიდობიან მოქალაქეებს კი დამასკოსა და მის შემოგარენში დევნილთა ბანაკებში განათავსებენ. ცნობისთვის, ქალაქი დერაია სამთავრობო ძალების ალყაში 2012 წლიდან იმყოფება. ადგილობრივი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის. დასახლება სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეზიდენციიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
„ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|