2016-07-21 18:18:09, 1183 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს
საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს მიმართავს, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „2016 წლის 21 ივლისს საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს გაუგზავნა შეტყობინება მისთვის სასურველ დროს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე, მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. გიორგი პაპუაშვილის მიერ დეტალური ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურა მოხდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგხსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. "დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მთავარი ამოცანაა დღეს მოხდეს პრევენცია და მოსამართლეებს ჰქონდეს საშუალება გადაწყვეტილება კონსტიტუციის და შინაგანი რწმენის საფუძველზე მიიღონ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
„არა რუსულ რეჟიმს“ - აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, გზა გადაკეტეს
ზახაროვა - რუსეთი მზადაა, უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები განიხილოს
სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 472 140-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|