2016-06-28 14:40:40, 551 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება
საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად 29 ივნისს ბერლინს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან. გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდერატის პრეზიდენტებთან. საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მოწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან ალტინფო აცხადებს, რომ რეესტრმა მათი ახალი პარტიის გაუქმების პროცესიც დაიწყო
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
გახარია - ჩვენთვის საქართველოს ევროინტეგრაცია არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის
15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
|
ომი უკრაინაშიუკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|