00:22 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 16:27:14, 1656 ნახვა

საზოგადოება
იტალიის ვაჭრობის სააგენტო და საქართველოში იტალიის საელჩო „იტალიური ფესტივალი 2016-ს“ თბილისში აღნიშნავენ

იტალიის რესპუბლიკის გამოცხადების დღესთან დაკავშირებებით იტალიის ვაჭრობის სააგენტოს (ICE) და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება „იტალიური ფესტივალი 2016“.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „იტალიური ფესტივალი 2016“ წელს პირველად იმართება საქართველოში.

მათივე ცნობით, მისი მიზანია მოხდეს იტალიური კულტურის და Made in Italy-ის შესახებ ცნობიერების ამაღლება და უკეთ წარმოჩენა საქართველოში.

„იტალიურ ფესტივალს“ საზეიმოდ გახსნის იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი და საქართვლოს მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი. საღამოს ფარგლებში მოხდება ცნობილი იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსის და აქსესუარების ჩვენება/პერსორმანსი, რომელიც ხორციელდება საქართველოში მათი ოფიციალური წარმომადგენლის მაღაზია NEW TREND-ის მიერ. ჩვენების ბექსთეიჯში იმუშავებს სილამაზის ინდუსტრიის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური ბრენდი ALDO COPPOLA. ღონისძიებაზე ასევე სხვა ბრენდების სპეციალური კუთხეები იქნება მოწყობილი.

მოდის ჩვენების შემდგომ გაიმართება გამორჩეული იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი იტალიური დროშების ექსკლუზიური კოლექციის გამოფენა, რომელიც იტალიის მოდის ნაციონალური აკადემიისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გამოფენაგაიხსნება თბილისში სპეციალურად „იტალიური ფესტივალი 2016“ ფარგლებში  და ნამუშევრები დარჩება მუზეუმში 2-6 ივნისის განმავლობაში.

მოწვეულ სტუმარებს შესაძლებლობა ექნებათ შეიგრძნონ იტალიური გარემო ასევე იტალიური პროდუქციის დაგემოვნებით (კვების და სასმელი პროდუქტებით), რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ღონისძიების პარტნიორი კომპანიების მიერ.

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში იტალიური ფესტივალის გახსნის პროცესში ასევე გამოფენილი იქნება ცნობილი იტალიელი სკულპტორის, ბრუნო ბრუნის ნამუშევრები, რომლებიც მუზეუმში დარჩება 3 ივლისამდე.

მუზეუმის შემოსასვლეს ასევე დაამშვენებს იტალიური საავტომობილო ბრენდი „ Maserati” –ს მანქანების გამოფენა.

„იტალიური ფესტივალი 2016-ზე“ მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის საპატიო წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციაბის და მედიის წამომადგენლები.

იტალიის ვაჭრობის სააგენტო (ICE) არის იტალიის სამთავრობო უწყება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა Made in Italy-ის პოპულარიზაცია მსოფლიოს მაშტაბით. სააგენტოს წარმომადგენლობა თბილისში გაიხსნა 2016 წელს, რომლის ამოცანაა იტალურ და ქართულ კომპანიებს სხვადასხვა სექტორებიდან ხელი შეუწყოს ორმხრივი ეკონომოკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics