09:04 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 21:48:11, 1032 ნახვა

სამართალი
სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

23 მაისს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომა გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი თეა წულუკიანი უძღვებოდა.სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია; აგრეთვე,იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეთამარ ხულორდავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა შეაფასეს 2015 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი,განიხილეს და დაამტკიცესსისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისმა საბჭომ წინა და მიმდინარე წელს ინტენსიურად და ნაყოფიერად იმუშავა. საბჭოს ფარგლებში ინიცირებულ იქნა და განხორციელდა არაერთი რეფორმა, მათ შორის:

  • სასამართლოს რეფორმა;
  • პროკურატურის რეფორმა;
  • პოლიციის ინსტიტუციური რეფორმა − გაიმიჯნა საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციები და ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
  • პროფესიონალთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით რეფორმაში ჩართულ უწყებებში;
  • სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა;
  • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებები (მოწმის დაკითხვის წესი; წინასასამართლო პატიმრობის გადახედვის წესი; მიმდინარეობს მუშაობა ირიბ მტკიცებულებებზე − განაგონი სისხლის სამართლის პროცესში);
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა;
  • მომზადდა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საკანონმდებლო პაკეტი;
  • იარაღის უკანონო ბრუნვის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი;
  • პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოებისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც განმეორებითი დანაშაულის რისკის შემცირების, მიზნით განხორციელდა მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების მიხედვით კლასიფიკაცია − დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიებად;
  • მომზადდა კონცეფცია თავისუფლების შეზღუდვის გაუქმებასა და შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებით;
  • 2016 წლიდან დაინერგა ალტერნატიული სანქციის ახალი ფორმა „შინაპატიმრობა“ არასრულწლოვან დამნაშავეთათვის, რომელიც შემდგომში გავრცელდება მსჯავრდებულთა სხვა ჯგუფებზეც. შინაპატიმრობას ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს/გააკონტროლებს;
  • მომზადდა მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა და 18-დან 21 წლამდე მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულების კონცეფცია და დიზაინი. 

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2016-2020 წლების განახლებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

  • სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმა;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა;
  • სასამართლო რეფორმა;
  • სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა;
  • პრობაციის სისტემის რეფორმა;
  • პოლიციის რეფორმა;
  • პროკურატურის რეფორმა;
  • იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა;
  • სისხლის სამართლის სისტემაში რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია;
  • იურიდიული განათლების რეფორმა;
  • სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსსხდომას ესრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრებიროგორცაღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან („საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში−თბილისი“,  კავშირი „21-ე საუკუნე“, „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სახალხო დამცველის აპარატი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, გაერო-ს ბავშვთა ფონდი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროკავშირის პროექტი „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში). საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აშშ-ის  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის −„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ −თანადგომით ჩატარდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics