03:13 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 13:35:27, 789 ნახვა

სამართალი
მუხაშავრია: ვივარაუდოთ, ევროსაბჭოს ეყოფა კვალიფიკაცია, ევა გოცირიძეს მხარი არ დაუჭიროს

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, კითხვები  იურისტ ლია მუხაშავრიასაც არ აქვს.

როგორც მუხაშავრიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, წესდების მიხედვით,  ევროსასამართლოს მოსამართლედ უნდა შეირჩეს  ადამიანი, რომელიც  ძალიან კვალიფიციური იურისტი და მაღალი მორალური  თვისებების მქონეა. ევა გოცირიძე კი, მუხაშავრიას შეფასებით, ასეთ კანდიდატად ვერ ჩაითვლება,  რადგან ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ,   საყოველთაო საზოგადოებრივი გულისწყრომა და აღშფოთება დაიმსახურა.

" ევროსასამართლოს მოსამართლედ უნდა შეირჩეს  ადამიანი, რომელიც არის ძალიან კვალიფიციური იურისტი და არის მაღალი მორალური  თვისებების მქონე, ასე წერია კრიტერიუმებში და  ეს აძალიან მნიშვნელოვანია. მორალურ სახეში პირობად იგულისხმება  საზოგადოების მრიდანაც მისი ცხოვრებისა და  საქმიანობის შეფასება.  ამ თვალსაზრისით,   რა თქმა უნდა, ევა გოცირიძე ვერ ჩაითვლება ასეთ კანდიდატად იმიტომ, რომ მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით საყოველთაო საზოგადოებრივი გულისწყრომა და აღშფოთება დაიმსახურა. ვნახოთ, თუ ხელისუფლება მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს და იმ სამ კანდიდატს შორის დაასახელებს, რომლებიც წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეყოფა გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ მას მხარი არ დაუჭიროს" ,-განუცხადა მუხაშავრიამ "ექსპრესნიუსს"

 კითხვაზე, გაქვთ განცდა, რომ ხელისუფლება   ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა, ლია მუხაშავრიამა ასე უპასუხა:

"თუკი  გავითვალისწინებთ, რომ ეს კომისია მთავრობის მიერაა შექმნილი  და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს, უნდა  ვიგულისხმოთ, რომ ასეთი ლობირება მართლაც ყოფილა",-აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, სამთავრობო კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ხუთი კანდიდატი შეარჩია:  ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურის შერჩევა,  კითხვებს უჩენს. ხატიაშვილი ამბობს, რომ ევა გოცირიძემ ლევან მურუსიძეს მოსამართლედ დანიშვნისას ხმა მისცა და დღეს გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ხელისუფლება  ლევან მურუსიძეს ევა გოცირიძის ხელით ლობირებდა.

ზაზა ხატიაშვილი  ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ევროპის საბჭოში შიმშილობით იმუქრება.

ცნობისთვის, სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ; საქართველოს მთავრობისსაპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია;  საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე;  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თაავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.

კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როიტენი - თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება საქართველოს კანდიდატობა შეაჩეროს
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ Freedom House არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
ფიცო - ევროკავშირს ზოგჯერ უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება - მცირე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციის გამო იმედგაცრუებული ვარ
ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის სახლი და „ციფრული უნივერსიტეტი​“ ამოქმედდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics