11:58 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-27 17:16:34, 309 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა სენატორების წერილზე - პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ

პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს იღებს კანონს, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს.

„კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით - დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ“, - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დარჩიაშვილი გოჩა ჯავახიშვილმა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას შეურაცხყოფა მიაყენა
პრემიერი - თავს იღიზიანებენ რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე, რომლებიც რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
პრემიერი - როცა ბერბიჭაშვილმა ჭავჭავაძეს ესროლა, სწამდა, რომ გულწრფელი ახალგაზრდა იყო - ასე მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 2024 წლის აპრილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics