00:31 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-25 12:12:16, 329 ნახვა

პოლიტიკა
„გასაძლიერებელია ძალისხმევა ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად“ - კობახიძე უნგრეთში, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საერთაშორისო გარემო იცვლება და გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის კონფერენციაზე თქვენ წინაშე წარვდგე და კონფერენციის უაღრესად პატივსაცემ მონაწილეებს მოგმართოთ. 50 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პოლიტიკური ინიციატივის პირველი კონფერენცია გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბრძოლას ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. თუმცა, ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.

მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას. ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად",- თქვა კობახიძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო
პრეზიდენტი - ამ კანონის ხელახლა წარდგენა თავისთავად პროვოკაცია იყო ევროკავშირის კარის გაღების ნახვით ბედნიერი საზოგადოების წინააღმდეგ
ზურაბიშვილი - როცა ხელისუფლება ხარ, არ შეიძლება ამ ქვეყნის ახალგაზრდა თაობას სატანისტი და სხვა ეპითეტები უწოდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics