2024-04-24 16:00:40, 374 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]
ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! - ამის შესახებ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც გრიგორიადისმა თქვა, "რუსული კანონი" ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის. "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება, აქციებია და აქციებზე შევხდებით!... "რუსული კანონი" ჩვენს დემოკრატიას უთხრის ძირს და ჩემი აზრით, ასეთი კანონები, არ შეიძლება, რომ ევროკავშირის გზაზე მივიღოთ",- განაცხადა გრიგორიადისმა. ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო. ავტორი: ექსპრესნიუსი, უნგრეთის ოპოზიციამ ანტისამთავრობო აქცია გამართა ორბანის პარტიის საყრდენ რეგიონში
შვეიცარიამ რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის კონფერენციაზე მიიწვია
ისრაელში ალ ჯაზირას ოფისები დაიხურა, ადგილობრივ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
აშშ-ს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებადი გამანადგურებელი გამოსცადა
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|