02:08 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 14:01:33, 254 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარის რეგიონში გაეროს აქტიური მუშაობისთვის და სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

"მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ სტუმრებს აჭარის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში დავით ბაქრაძე, გაეროს სამმართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის მრჩეველი ნესტან ბეჟანიშვილი და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics