02:26 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 14:02:05, 362 ნახვა

საზოგადოება
მდინარაძე - ყველა ქალს აქვს დედობის უფლება - არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გახდება ქალი დედა

ყველა ქალს აქვს დედობის უფლება - არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით გახდება ქალი დედა - ჩვენი მხარდაჭერა მათ! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებული საკუთარი განცხადება განმარტა.

მდინარაძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, აბორტთან დაკავშირებით დაისვა შეკითხვა, რომელზეც პასუხი "მედიასაშუალებების მიერ არასწორად იყო ინტერპრეტირებული".

"მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია, თუ არ არის ქორწინებაში; სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია, თუ არა - აბსოლუტური მხარდაჭერა ყველას იმიტომ, რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია...

საუბრიდან რაღაც 30 წამს ამოგიჭრიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისგან, რასაც გულისხმობ. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რამე ფორმით  შეზღუდვაზე. ის მედიასაშუალებები თუ გადაცემები, რომლებმაც გუშინ კონტექსტი განზრახ დაამახინჯეს, ვნახოთ, რამდენად იტყვიან, რომ გუშინაც მთლიანი კონტექსტი ეს იყო  და   გაავრცელებენ თუ არა ამას",- თქვა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, შარშან, საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც მედიცინის დახმარებით რეპროდუქციას ეძღვნებოდა და ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციას გულისხმობდა.

„როგორც კი საკითხი დადგა - ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეუძლია თუ არა გააჩინოს შვილი და დაისვა ეს კითხვის ნიშანი, გავაჩერეთ პროექტი",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აბორტსა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, 23 აპრილს ამბროლაურში გააკეთა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯილი და მე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გულმხურვალე სურვილებს გიგზავნით
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics