11:42 - 06 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 13:48:09, 323 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს

წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქციებზე საუბარი "მარაზმია".

"სანქციები კი არა, სამშობლოსთვის, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ. წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, მარაზმია მათ შორის. 

ე.ი. ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის და გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის - იმისთვის, რომ  ქართველმა ადამიანმა იცოდეს, რა ფული შემოდის და რაში იხარჯება, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვიღაცამ და მერე სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არათუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი, აბსოლუტური მარაზმია...

ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება დაუშვას ევროპამ კანონშემოქმედებისთვის. ვიღაცას მართლა მიაჩნია, რომ კანონი რუსულია და შეშინებულია. 29-ში მოდის ხალხი, ვინც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერს, "მამული, ენა, სარწმუნოება" მისთვის მთავარია. "ქართული ოცნების" წევრები ვიქნებით იმის გარანტი, რომ კაციშვილმა საყვედურიც კი ვერ უთხრას იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლა არ უნდა. არც ერთი ასეთი ადამიანი არ მოვიდეს",- თქვა მდინარაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ოპოზიციამ ანტისამთავრობო აქცია გამართა ორბანის პარტიის საყრდენ რეგიონში
შვეიცარიამ რომის პაპი უკრაინაში მშვიდობის კონფერენციაზე მიიწვია
ისრაელში ალ ჯაზირას ოფისები დაიხურა, ადგილობრივ რედაქციაში ჩხრეკა მიმდინარეობს
აშშ-ს საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მიერ კონტროლირებადი გამანადგურებელი გამოსცადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics