2024-04-24 13:06:13, 222 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ჩიქოვანმა ანდრიუს კალინდრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიეტუველი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხდა. მან ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში მეგობარი ქვეყნის წვლილი. საუბარი შეეხო კიბერთავდაცვის, ეროვნული გვარდიის განვითარების, ასევე სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას. შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატას რუპშისი დაესწრო”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|