2024-04-24 10:48:44, 266 ნახვა
რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, შოთა ბეგლარაშვილთან ერთად ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, წელს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მაღალი აკადემიური მოსწრების ბაკალავრისა და მაგისტრატურის 11 სტუდენტი, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. „სტიპენდიატებს ვახტანგ მაისურაძემ დამსახურებული და ღირსეული ადამიანის სახელობითი სტიპენდიის მინიჭება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სტიპენდიანტები გახდნენ: ქეთევან გიგაური, ტატო ბეჟიტაშვილი, მარიამ პატაშური, ლედი ონეზაშვილი, ნინო ბიძინაშვილი, გიგა გიგილაშვილი, თინათინ ნავროზაშვილი, ანი ოთარაშვილი, შორენა მალაციძე, ელისო წერეთელი და სალომე მიდელაშვილი. როგორც შეხვედრაზე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია მათთვის არ ამხოლოდ ფინანსური და მორალური მხარდაჭერაა, არამედ თითოეული მათგანისთვის დიდი მოტივაციაა. კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან (99 – 100 ქულა), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია ენიშნებათ”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|