2024-04-22 20:38:03, 264 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - EU-ის საგარეო მინისტრებმა საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო შეშფოთება გამოხატეს
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს. ბორელის თქმით, „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო“. „ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ზეპირი ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ომი უკრაინაში და სავაჭრო დაძაბულობა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების ცენტრშია
აფხაზეთი შეიძლება გახდეს კომპრომისის საგანი რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის - ახრა ბჟანია
მილიარდელმა ბიზნესმენმა მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა
პუტინის ბრძანებით, არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების წვრთნები იწყება
|
ომი უკრაინაშიუკრაინაში შენაერთი შავი არწივის მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა
მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|