20:02 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-20 19:31:37, 339 ნახვა

მსოფლიო
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს, იტყობინება FSB რესპუბლიკის სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახური.

ამ ინფორმაციის თანახმად, 36 წლის უკრაინელი ეჭვმიტანილია ინტერნეტ მესინჯერის საშუალებით რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში და გადაცემაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“.

სისხლის სამართლის საქმე შპიონაჟის 276-ე მუხლით არის აღძრული. მისი თქმით, დაკავებულს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

13 აპრილს ყირგიზეთში ვლადიმერ გოლოვჩენკო დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილია 12 აპრილს მოსკოვში SBU-ს ყოფილი ოფიცრის ვასილი პროზოროვის მანქანის აფეთქებაში. მას მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა 12 ივნისამდე შეეფარდა.

აფეთქების შემდეგ პროზოროვი ფეხში დაიჭრა. ის SBU-ში 1999 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა და, მისივე თქმით, 2014 წლის მაისიდან თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან. შემდეგ ის რუსეთში გაიქცა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო
სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
ბაჩიაშვილი - ბიძინა ივანიშვილს ახალგაზრდებზე და თავისუფალ ხალხზე ძალადობა არ გამოუვა - არა რუსულ კანონს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics