01:43 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 18:36:00, 235 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ, 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გორში, 13:00 საათზე შედგება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.

შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ლევან ხარაბაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში.

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics