02:28 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 16:00:53, 230 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება

ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა.

ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

„დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“,- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

 

 
 
 



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics