2024-04-19 15:45:01, 339 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - რატომ უნდა გაიწვიონ კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?!
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მედიის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტის გაწვევის საფუძველს ვერ ხედავს. კალაძის თქმით, „დასავლეთისგან მითითებები სახელმწიფოს ინტერესებისთვის საზიანო ისეთ საკითხებსაც ეხებოდა, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა". „რატომ უნდა გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი? საფრთხეს უქმნის ჩვენს სახელმწიფოებრიობას?! ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ სააკაშვილს არ გამოვუშვებდით, ეს იქნებოდა ევროკავშირისგან დაშორება, რომ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებდით, თუ სანქციებს არ შევუერთდებოდით და მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა. ერთი რამე გავითვალისწინოთ - ყველამ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს ინტერესებზე, ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაზე. ჩვენ თუ დანგრეული და გაუბედურებულები, დაჩაჩანაკებული ვიქნებით, რომელ ევროპაზეა საუბარი? რომელ ევროპას მოუნდება ასეთი საქართველო? პირიქით, ძლიერები უნდა ვიყოთ და ძლიერი საქართველო არის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანი. არა მარტო ჩვენთვის, ევროპისთვისაც, ძლიერი საქართველოს შესვლა ევროკავშირში არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, სანდუ - მოლდოვა დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აჩვენებენ ღრმა ერთგულებას დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ
პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს
საგარეო აშშ-ის ელჩს - დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|