2024-04-19 14:51:51, 313 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე გომელაურს - ვერ გამოხვედით ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შს მინისტრი
თქვენ ერთი რამე გჭირთ - თქვენ ვერ გამოხვედით ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსის ფსიქოლოგიიდან, თქვენ არ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი,- ასე მიმართა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გომელაური საქართველოში "რუსული კანონის ნომერ პირველი მცველია". "თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმენით სადამსჯელო ჯგუფები და პირდად თქვენი დავალებით, ეს სადამსჯელო ჯგუფები უსწორდებიან პარლამენტის წევრებს... თქვენ სრულად პასუხს აგებთ იმ დანაშაულზე, რომელსაც პოლიციის მუნდირის ქვეშ ამოფარებული მცირე სადამსჯელო ჯგუუფები ახორციელებენ მოქალაქეების წინააღმდეგ... თქვენ იცავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თქვენ ხართ ნომერ პირველი რუსული კანონის მცველი დღეს საქართველოში და თქვენ უნდა აგოთ პასუხი ამაზე. თქვენ მოგიწევთ პასუხისგება ამაზე და ვერ გაექცევით ხალხს",- მიმართა ვაშაძემ გომელაურს. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|