2024-04-19 13:27:12, 327 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური ელისაშვილზე - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა - დაველოდოთ გამოძიებას
ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. "კიდევ ვიძახი, გამოძიება დაწყებულია და მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან - ის, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. ამ კადრებში, კარგად ჩანდა, ნათლად ჩანდა, რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი - ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო. ბევრი იყო იქ ოპოზიციიდან, მე ყველაზე არ ვიძახი, რომ ძალადობდა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ნომალურად იდგნენ და განაცხადებას აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ კიდევ ერთხელ, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას",- თქვა გომელაურმა. შეგახსენებთ, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს. ელისაშვილი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული. ავტორი: ექსპრესნიუსი, პარლამენტთან ვითარება ისევ დაძაბულია, პროტესტის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - ვიდეო
Anonymous ადასტურებს, რომ ქართული ოცნებისა და პოს ტვ-ის ვებგვერდები მათ წაშალეს
ჯანდაცვა - აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა - ადგილზე მობილიზებულია 20 ბრიგადა
მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილზე - რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება არის ძალიან უსიამოვნო, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მას არ დაესხნენ თავს, ის თვითონ იყო თავდასხმის ინიციატორი
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|