2024-04-19 09:30:16, 331 ნახვა
მსოფლიო
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ირანის სახელმწიფო მედიასა და აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დარტყმა გასულ კვირას ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას მოჰყვა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ უპასუხებდა. „შეერთებულმა შტატებმა და ისრაელის სხვა მოკავშირეებმა ნეთანიაჰუს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, ირანის მიმართ ნებისმიერი შესაძლო პასუხის დროს. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის საპასუხო დარტყმაში“, - წერს CBS News. ირანის სახელმწიფო მედიის მიხედვით, საჰაერო თავდასხმა რამდენიმე პროვინციაში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ყველგან ისროდა, თუმცა მიზეზს არ ასახელებენ. შეგახსენებთ, 14 აპრილს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. გაშვებული რაკეტების და დრონების 99 % ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივად ჩამოაგდეს. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, სამედიცინო დახმარება 31-მა ადამიანს დასჭირდა. ავტორი: ექსპრესნიუსი, პროექტის „ტყის სამშვიდობო ინიციატივა სამხრეთ კავკასიაში“ მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სოფელ გუდალეთში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
კალაძე - საქართველოს „დაჩმორებას“ ვერავინ გაბედავს, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში
ქარტია - მოვუწოდებთ საპოლიციო ძალებს, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 470 870-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელა, დაშავდა 14 ადამიანი
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|