22:22 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 19:24:11, 283 ნახვა

პოლიტიკა
მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით

რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით, - ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, აქციაზე ხალხის სიმრავლით აღფრთოვანებულია ყველა “ვისაც უნდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანონ”.

“განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს.

არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით - არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით!

რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!", - წერს მელია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სპეცრაზმმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა [ვიდეო]
სარჯველაძე - სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო, მათი შრომა ძალიან დასაფასებელია
შსს - სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად დატოვეს
შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics