19:22 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 16:53:08, 363 ნახვა

პოლიტიკა
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს EU-ის გზა დააზიანოს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას X-ზე ეხმაურება.

როგორც მინისტრი წერს, „ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება დააზიანოს საქართველოს ევროკავშირის გზა“.

ის ასევე შეშფოთებას გამოხატავს აღნიშნულთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის მიღებამ.

 „შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გადამწყვეტ მუშაობას", - წერს მინისტრი.

შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - არ იყო სასიამოვნო ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა - სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას
კობახიძე - მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მოთმინება - მესმის, მარტივი არ არის შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება
ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
კობახიძე - უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია იხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics