11:35 - 01 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-18 13:05:25, 291 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.

„რაც შეეხება კანონპროექტს, მგონი, ამ დღეებმა, ამ აქციებმა, აქციების ორგანიზატორებმა, აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება. დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური აღჭურვილობა ვისი დაფინანსებულია, ის „ენჯეოები“, ვინც ამბობნენ, რომ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ვისგან არიან დაფინანსებული. ვნახეთ გუშინ, სინამდვილეში ვინც არიან ამ აქციის ორგანიზატორები. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი იდგნენ ბოლოს ტრიბუნასთან. ისინი არიან, საერთო ჯამში, ამ კანონის წინააღმდეგ პროპაგანდის სულის ჩამდგმელი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ენჯეოსექტორის ეს ნაწილი, ფაქტობრივად, გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. აქ უკვე ზღვრის წაშლაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
როთი კობახიძეს - შეწყვიტეთ ძალადობა თქვენი მოქალაქეების მიმართ, გაიწვიეთ კანონი!
საგამოძიებო - აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დავიწყეთ
ჭიათურაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics