2024-04-18 12:52:26, 355 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე ლაპარაკი არც ღირს
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესაებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ დიდუბის პოლიციასა და კლინიკაში იმყოფებოდა. "გუშინ, კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემა-ტყეპის ესტაფეტა გადაიბარა. შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში. მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!"- წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. აღსანიშნავია, რომ "ექსპრესნიუსმა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, მოახერხა ვიდეოკადრების გადაღება, თუ როგორ გაჰყავს ტერიტორიიდან პოლიციას "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|