17:23 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 21:49:08, 306 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრამი მოხსნილია, შენობის კარებები ღიაა

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპროტესტო აქცია გრძელდება. რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ასევე, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდიბარე ტერიტორია ვიდრე "თბილისი მერიოტამდე" საპროტესტო აქციის მონაწილეებით სავსეა.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარლამენტის ტერიტორიაზე სამართალდამცავთა მობილიზება არ შეინიშნება, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან არც ჭიჭინაძისა და არც ჩიტაძის ქუჩებზე - საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე სადაც განთავსებულია პარლამენტის საშვთა ბიურო და მთავარი შესასვლელი კარებებიც ღიაა.

ამასთან, უშვალოდ პარლამენტის შენობაში ასობით პოლიციელი იმყოფება.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, რომ ადგილზე სხვადასხვა აქტივისტები მორიგეობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაცია არ განახორციელონ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC - აქციებზე სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობა საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება
გლდანის VI მიკრორაიონის N30 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს - LIVE
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics