09:59 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:44:37, 238 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!

პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ [ოპოზიციონერები], სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი მთლიანი მხარდაჭერა, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ფეხბურთელების მიერ გაკეთებულ გზავნილებზე და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არხებმა, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის განცხადებები გააყალბეს და მათი გზავნილებიდან სიტყვა "მშვიდობა" ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება".

"ნამდვილ ევროპულობას ჩვენი მხარდაჭერა, მართლაც, ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა - აბა რა უნდა ქნან?! აღარ იციან საიდან შეუტიონ, ნუ ჩარევთ მეთქი, ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია - არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ბიჭებმა დაწერეს მართლა. რა ქნეს? მაგალითად, რა ქნა "ნაცმოძრაობის" არხმა? - ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა "მშვიდობა" ამოუღეს, წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, რა ეჭვებში და ავადმყოფობაში არიან - სიტყვა "მშვიდობას" ხშირად "ქართული ოცნება" ახსენებს, მათი დამსახურებაა და ამ ბიჭებმა ახლა რომ ახსენეს ეს, დანარჩენი საერთო ტრენდში ჩაჯდა, მაგრამ აქ არ ვარგაო და გაუყალბეს, წარმოიდგინეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics