2024-04-17 14:19:49, 225 ნახვა
პოლიტიკა
ბითაძე - ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!
ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ ,,ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემ ქვეყანას!! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე სოციალურ ქსელში წერს. ბითაძე აღნიშნავს, რომ „ინტრიგანი“ პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებით იწერენ ქულებს და ცდილობენ, მოატყუონ ახალგაზრდები". მისივე თქმით, „ეს პოლიტიკოსები რუსული საქმის მკეთებლები და ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელები არიან". „საქართველო ევროპაა; საქართველო სამშობლოა; რუსეთი ოკუპანტია; უცხო ქვეყანა უცხო ქვეყანაა. ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ” მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!! ქართველმა „ინტრიგანმა” პოლიტიკოსებმა კი, ვინც ჩვენი გაკეთებული საქმეებით ქულებს იწერენ ისევ მოატყუონ ჩვენი ახალგაზრდები!!! საბედნიეროდ ყველას ვერ მოატყუებთ, მართლა რუსული საქმის მკეთებლებო! ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლის მეტს რომ არაფერს აკეთებთ“, - წერს მაია ბითაძე. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|