2024-04-17 12:50:14, 338 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს - LIVE
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. გახილვა ხმაურის ფონზე დაიწყო. "ნუ დუმხართ, ნუ გეშინიათ. ჩვენ გავიმარჯვებთ ერთობით, საქართველო გაიმარჯვებს",- განაცხადა საპარლამენტო ტრიბუნიდან "ლელოს" წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, გუშინ, 16 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|