15:12 - 03 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 11:54:33, 229 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული კიდევ 72 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება,  რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის  5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.   
 
ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა. 

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით  226 ოჯახს გადაეცემა. 

„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.

„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters - თურქეთმა ისრაელთან ყველანაირი ვაჭრობა შეაჩერა
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება
ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს - სიჩუმე დანაშაულია! - პოზიცია, რომ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics