2024-04-17 10:51:51, 276 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - ყველა დაკავებული ნაცემია - „დაკავების დროს მოხვდა“ არა, ნაცემი
ყველა დაკავებული ნაცემია,- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჯგუფურად უსწორდებოდნენ. "რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ - ყველა დაკავებული ნაცემია. "დაკავების დროს მოხვდა" არა, ნაცემი. სცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ "ტრ*კში გაგთხრით მაგ კანონს"-ო. 11:30-ზე პარლამენტის უკან",- წერს ჯაფარიძე. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გელა ხასაია. ავტორი: ექსპრესნიუსი, ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|