01:42 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 20:42:15, 331 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და კანონის ბედი ხალხმა გადაწყვიტოს

თუ ივანიშვილის ხელისუფლებას არ სურს პროვოკაცია, ჩაატარონ პლებისციტი არჩევნებთან ერთად და ხალხმა გადაწყვიტოს მშვიდობიანად ამ კანონის ბედი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი, რასაც ხელისუფლება საბოტაჟირებს".

"ივანიშვილის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, დაუპირისპირდეს ხალხს და თქვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც ისმენდით პოზიციებს, როცა ფაქტობრივად, უარგუმენტოდ ცდილობდნენ რუსული კანონის დაცვას. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ, მთელი დღე ამბობდნენ, რომ ეს არის ფრანგული კანონი, მაგრამ დღეს საფრანგეთის ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის ფრანგული კანონი და ცხადია, არაფერი აქვს საერთო ფრანგულ კანონთან. ისინი ამბობდნენ, რომ ამერიკულია ეს კანონი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიოდ და გასაგებად თქვა, რომ ეს კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის გზაზე.

ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის ჩვენი ხალხის ურყევი ნება და ამ ყველაფერს, ჩვენდა სამწუხაროდ, საბოტაჟირებს "ქართული ოცნების“ ხელისუფლება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელმაც წამოიწყო ეს დიდი პროვოკაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 

დღეს, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში სრულიად ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ იქნებ, დღეს ვერ შეძლონ ამ კანონის მიღება და გვაქვს იმედი, რომ პროცედურებიდან გამომდინარე, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ დღევანდელი დღეც შევინარჩუნოთ და მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აქტიურობა.

თქვენ ხედავთ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს ქუჩებში, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებენ რუსულ კანონს. მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქის აქტიურობა იმისთვის, რომ იქნებ, როგორმე უკან დავახევინოთ ადამიანებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ იძალადონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შევთავაზეთ ივანიშვილის ხელისუფლებას მშვიდობიანად, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი და შესაბამისად ჩატარდეს თუნდაც პლებისციტი არჩევნებთან ერთად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ მათ არ სურთ პროვოკაცია; თუ მათ არ სურთ რობოკოპები მეშვეობით დაუპირისპირდნენ ხალხს; თუ მათ არ სურთ ძალადობა, ყველაზე მშვიდობიანი გამოსავალი არსებობს შემდეგი - ხალხმა გადაწყვიტოს ამ კანონის ბედი, რადგან საქართველოს მოქალაქეს არ უნდა რუსული კანონი",- აცხადებს ხაბეიშვილი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics