2024-04-16 19:08:49, 420 ნახვა
პატრუშევმა დავალება გასცა, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატუშევმა, რუსეთის საგარეო სამინისტროს თანამშრომლებს და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს დაავალა დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ძალისმიერად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები, - ამის შესახებ ძალოვნებთან დაახლოებული, გავლენიანი ინსაიდერული ტელეგრამ არხი Генерал СВР წერს: ინფორმაციას კრემლთან დაახლოებული სხვა ტელეგრამ არხებიც ავრცელებენ. ამ საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სერგეი ჟირნოვი ყოფილი საბჭოთა კგბ-ს ოფიცერი, ამჟამად ჟურნალისტი. გავრცელებულ ცნობაში წერია რომ "ნიკოლაი პატრუშევმა(რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი) გუშინ ვიდეოკონფერენცია გამართა რუსეთის ძალოვანი უწყებების და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან, რა დროსაც განიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და უცხოური აგენტების კანონთან დაკავშირებული მღელვარებები თბილისში. საქართველოს ხელმძღვანელობა რუსეთის კონტროლქვეშაა ეს კანონი ინიცირებულია პირადად რუსეთის კურატორების და ლობისტების მიერ. კონფერენციაზე პატრუშევმა მითითება მისცა ძალოვან ბლოკს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ძალისმიერად, ყველანაირი საშუალების გამოყენებით დაშალოს დემონსტრანტები, თბილისში ფედერალური ძალოვანი ორგანოებიდან მივლენილია მაღალჩინოსნები, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაუწევს კონტროლს და მისცემს მითითებებს ხელისუფლებას" გარდა ამისა პატრუშევს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე, განიხილეს ირანის მცდელობა ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შესახებ და გაცვალეს პრეტენზიები. ისრაელის კოლეგამ ნიკოლაი პლატონოვიჩი დაადანაშაულა ისრაელზე ირანის თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობაში და სატელიტური დაზვერვის მონაცემების მიწოდებაში. პატრუშევმა ყველაფერი უარყო და ორმხრივი პრეტენზია გამოთქვა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
ივანიშვილი - „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან, აგენტურის გამაგრებას ხმარდება
ივანიშვილი - საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|