2024-04-16 17:23:33, 349 ნახვა
საზოგადოება
არასამთავრობოები - მოვუწოდებთ შსს-ს, აქციაზე დაკავებულებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცეთ
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, დაკავებულების ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობასა და საქმის ობიექტური გამოძებისკენ მოუწოდებენ. „ექსპრესნიუსი“ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე 14 პირი დააკავა. გასული ღამის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავებულთა ადგილსამყოფლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიებას. დაკავებულების უმეტესობას არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ამ დრომდე ზუსტდება რამდენიმე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. დაკავებულები იმყოფებიან თბილისის სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში. ადვოკატებთან საუბარში ისინი აღნიშნავენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცავებმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაიწყება სასამართლოში საქმეების განხილვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ:
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
ხელმომწერი ორგანიზაციების ადვოკატები განაგრძობენ დაკავებულებთან კომუნიკაციას და მათი ინტერესების დაცვას სასამართლოში. აქციაზე დაკავების შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: #577 07 05 63",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. ავტორი: ექსპრესნიუსი, ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
ივანიშვილი - „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან, აგენტურის გამაგრებას ხმარდება
ივანიშვილი - საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|