2024-04-16 16:42:07, 316 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ, რომ არ მიიღოთ ეს კანონი
ქართველი ხალხის არჩევანია ევროკავშირი, დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართველი ხალხის ინტერესი ის არის, რომ კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს". „როდესაც საუბრობთ უცხოურ გავლენებზე - მე გეკითხებით, ვის ინტერესებში შედის ამ კანონის მიღება?! ეს არ შედის საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებში იმიტომ, რომ ქართველი ხალხი დგას ქუჩაში და თქვენ გეუბნებათ რომ არ მიიღოთ ეს კანონი. ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი. დიახ, ის ევროკავშირი, რომელიც მოიტანს სიკეთეს, დასაქმებას, წარმატებას, ქვეყნის ერთიანობას და განვითარებას. ეს კანონი არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესში, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროკავშირის წევრობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის ერთიანობა გაიმარჯვებს. მე მჯერა, რომ საქართველო იქნება ერთიანი ძლიერი ქვეყანა, რომელიც აუცილებლად წავა ევროკავშირისკენ. ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ავტორი: ექსპრესნიუსი, ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|