2024-04-16 16:02:47, 232 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს, ესა ფულკინენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მოგვიანებით, ფინეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალები გაფართოებულ შეხვედრაზე განიხილეს. ფინეთის დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და უწყების შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები შეხვდნენ. მხარეებმა უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისას ფინეთის მხარდაჭერას, სამხედრო განათლების კუთხით, ასევე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო ხედვებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF), უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკისა (CSDP) და თანამშრომლობის სხვა ფორმატებზე”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ
|
ომი უკრაინაშინატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
უკრაინა კრასნოდარის მხარეში თავს დაესხა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და სამხედრო აეროდრომს
Welt: უკრაინა გამოვიდა რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესიდან 2022 წელს იმის გამო, რომ კრემლმა ახალი მოთხოვნები წამოაყენა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|