2024-04-15 21:13:36, 341 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი - არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ - ვერავინ მოგვერევა
არავის აბუჩად ასაგდები ქართველები არ ვართ, არავის დასაჩაგრი საქართველო არ არის. ვერავინ ვერ მოგვერია ვერასდროს და ვერავინ ვერ მოგვერევა,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ელისაშვილი სიტყვით გამოსვლისას პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნულის შემდეგ "სახლში ახალგაზრდები მიუვარდნენ". "სახლში მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა ნიღბებით - ღმერთმა შეუნდოთ. ბავშვებს რას აკეთებინებენ, წარმოიდგინეთ. დაიწყეს რაღაცების მიხატვა და მოხატვა - "მოღალატე" და რაღაც. არც გამოვსულვარ სახლიდან. ჩემმა მეზობლებმა "კუდით ქვა ასროლინეს" ტვინარეულ ბავშვებს. მინდა, "ქართული ოცნება" გავაფრთხილო - ყველაფერზე წამსვლელები რომ ხართ, ვიცით, მაგრამ ჩემს ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე მართლა გაჩვენებთ სეირს. მე აქ ვარ, არავის მეშინია. იქიდან რომ ბაქიბუქობდნენ და მემუქრებოდნენ - ვიცი, რაზეც მივდიოდი, ვიცი, რომ გავილახებოდი, მაგრამ საქართველოს ენაცვალოს ჩვენი თავი და ჩვენი სიცოცხლე. საქართველოს გაუმარჯოს!"- განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა, "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა. ავტორი: ექსპრესნიუსი, გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის ქართული ოცნება კი არა, კრემლის ოცნებაა
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|