09:38 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 19:23:37, 234 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი ოპოზიციაზე - დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს პირველი მოსმენით

ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. 

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, “ოპოზიცია დეზინდორმაციას ავრცელებს", რომ “უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს სამივე მოსმენით განიხილება. 

“ყველაზე უბედურება ის არის, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. თქვენ ფიქრობთ, ჩვენს საზოგადოებას ამას დააჯერებთ, რომ დღეს პარლამენტი ერთი მოსმენით იღებს [კანონპროექტს], რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე, მესამე მოსმენით მიღებას.

ის, რასაც კომიტეტზე განვიხილავთ ერთი მოსმენით, თურმე ეს ნიშნავს სამივე მოსმენით მიღებას. ამაშიც როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს”,- განაცხადა ოხანაშვილმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics