2024-04-15 17:36:21, 304 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ
თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის პარალელურად, ევროკავშირში იზრდება მისი მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკური „მეგობრების“ ანტიევროპული აქტივობები. „ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დროს, როდესაც უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ევროპა. უკრაინაზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი არ აფასებდა და არასწორად აღიქვამდა პუტინს, მის დაგეგმილ ქმედებებს. თავს ნუ მოვიტყუებთ: „პუტინის მეგობრებს“ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, დეზინტეგრაციის პროცესით. პუტინს სურს, თავის სასარგებლოდ გავლენა მოახდინოს ამ წელს დასავლეთის ყველა მომავალ გადაწყვეტილებაზე – ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, გერმანიის არჩევნებზე ზაფხულის ბოლოს და აშშ-ის არჩევნებზე ნოემბერში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, |
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
დღის თემა
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|