09:37 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 15:38:21, 333 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა

ეს შემთხვევითი ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი, ამის მტკიცებულება მაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ კომიტეტზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კომიტეტის სხდომაზე „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ეს დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია იყო".

„მინდა, ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ, შევეცდები ყველას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო. ეს შემთხვევით ამბავი არ იყო, ეს იყო დაგეგმილი. ამის მტკიცებულება მაქვს. რამდენიმე დღის წინ, ჩემმა მეგობარმა მომწერა ასეთი „მესიჯი", მას მეგობრის შვილმა მისწერა: „იქნებ, მამუკა მდინარაძეს მიაწვდინოთ ხმა - (დღეს ერთ-ერთი ონლაინგამოცემა რომ არ დაუშვითო, იმ გამოცემაზეა საუბარი, არ ვკითხულობ სპეციალურად) ერთი გოგოა, ეგ უნდა შევიდეს მდინარაძესთან ინტერვიუზე.

პარლამენტში ვინც არიან ჩვენები, არც ერთს არაფრის თავი არ აქვს, უფრთხილდებიან. პირადი სიმპატიები აქვთ, თუ რა ჯანდაბა სჭირთ, ვერ გავიგეთ. მდინარაძე იქნებ ამან ცოტათი მაინც მიაბანძოს, ძალიან შეუბერაო. წესით, პროვოკაციებს იკადრებენ. კი იცით, მესიმპატიურება ეგ კაცი. უკადრებელს იკადრებენ ამ დღეებში და მინდა, იცოდეს. გვიგებენ რეალურად და უარგუმენტოდ ვარ გარედან ტიპების იმედზეო“. ამ „მესიჯის" შემდეგ რამდენიმეს  ჩავუგდე, რომ არ შემოუშვეს რამდენიმე ადამიანი. ეს „მესიჯი" მისწერა მეგობრის შვილმა, რომელიც შარშან აქციებზე იდგა, სხვათაშორის, წელს ცოტა სხვა აზრზეა.

ეს იყო დაგეგმილი, სავარაუდოდ, გადახდილი პროვოკაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა იკადრა. წინა დღეების მტკიცებულება, რომ ჩაეშალა სხდომა. არგუმენტებით ვერ მიგებდნენ და უნდოდათ, უკაცრავად ჟარგონისთვის, რომ გავებანძებინე. თუ ჩხუბი უნდა, პირისპირ, თვალი თვალში გამიყაროს და მეჩხუბოს. ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია, ალეკო ელისაშვილის, ძალით კაცის შესრულებით. ამას არ ავყვეთ, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნის წინაშე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics