07:31 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 15:13:44, 222 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით. 

კალაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ინტერესშია.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია  გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, რადგან აქ საუბარია მხოლოდ ერთ რამეზე: იმ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, შეავსონ დეკლარაცია  და ეს იყოს გამჭირვალე...

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და მისცეს მითითება პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონი მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონპროექტი? - აგერ ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იღებს.

„მე - კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის- შენარჩუნებული იყოს სახელმწიფოებრიობა, სიმშვიდე და არავის მიეცემა უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში“, - განაცხადა თბილისის მერმა. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა
ხაზარაძე - ივანიშვილმა აღიარა, რომ მისი პარტიისთვის ევროკავშირი „გლობალური ომის პარტიაა“
ივანიშვილი - ამ პროცესებით ხელისუფლებას არაფერი დააკლდება გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო, წყენა ისედაც არ აკლია
ივანიშვილი - გრძელდება დაჟინებული ზეწოლა ხელისუფლებაზე სასამართლოს ხელში ჩასაგდებად, რომელიც იქამდე გაგრძელდება, ვიდრე წარმატების იმედს ბოლომდე არ დაკარგავენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics