03:21 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 14:27:04, 244 ნახვა

ეკონომიკა
Galt & Taggart საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარს გამართავს

საქართველოში უმსხვილესი საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო კომპანია, Galt & Taggart 18 აპრილს, 19:00 საათზე საფონდო ბირჟების პირველი კვარტლის შეჯამებისა და ფასიანი ქაღალდების ანალიზის შესახებ ვებინარს გამართავს.

ვებინარს Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი, დავით ნიშნიანიძე და ასოცირებული ბროკერი, ნიკა მაზანაშვილი გაუძღვებიან.

ვებინარის პირველი ნაწილი დაეთმობა საფონდო ბირჟებზე წლის პირველ კვარტალში განვითარებულ მოვლენებს. სპიკერები მიმოიხილავენ მთავარ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და მათ გავლენას სექტორებსა და კომპანიებზე. ასევე, ისაუბრებენ, თუ რა მოლოდინებია ბირჟებზე მომდევნო სამი კვარტლის მიმართ.

ვებინარის მეორე ნაწილში კი სპიკერები განიხილავენ, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აქციები ან ფონდები და რომელ ფინანსურ მაჩვენებლებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ინვესტირებისას

„მოხარული ვართ, რომ ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ვებინარის დახმარებით გაეცნონ საფონდო ბირჟების შესახებ სიღრმისეულ, კვლევებზე დაფუძნებულ მიმოხილვას და გაიგონ მეტი ინვესტირების პრაქტიკულ მხარეზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილებით, მომხმარებლებს ვთავაზობთ საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო მომსახურების ყველაზე ფართო არჩევანს, ამასთან, ვაძლევთ შესაძლებლობას, განახორციელონ ინვესტიციები და ივაჭრონ გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

ვებინარზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://galtandtaggart.com/ka/lead-from-analysis

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, შეხვედრის ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics