10:09 - 30 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 14:25:34, 299 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი მიიღოს?

რასაკვირველია ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი  ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძისთვის გაურკვეველია, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დისკუსიის წარმოება, "რატომ შეიძლება რომელიმე მხარისთვის მიუღებელი გახდეს". 

"მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში - მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი ცეკასთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომელიმე ქვეყნის დიპლომატი  გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება  მიიღოს? სრული სიგიჟეა უბრალოდ. 

ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა. ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებული იყოს სამართლიანობა, სიმშვიდე. არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში",- განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ორი დათვლის მეთოდით, მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 112 ათასიდან 126 ათასი ადამიანი გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics