17:10 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-13 18:18:11, 376 ნახვა

რეგიონი
აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით FERRANDI-ის სკოლასთან თანამშრომლობა იგეგმება

აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით FERRANDI Paris-ის უმაღლესს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობთ, პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი FERRANDI-ის აკადემიის მუშაობის პრინციპებს, სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ლექციებს პარიზსა და დიჟონში დელეგაციის წევრებთან ერთად გაეცნო. შეხვედრებს ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, FERRANDI Paris-ის აკადემიისა და პარიზის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული კოლეჯის "ბლექ სი" და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის მენეჯმენტი ესწრებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - საამაყოა ისეთი დაფინანსებით საქმის კეთება, რომელიც უცხოურ კეთილშობილურ ინტერესთან ერთად, ეროვნულ საქმესაც ემსახურება
პუტინმა და ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს
თბილისი ბუნებრივი ღვინის ფესტივალს ZERO COMPROMISE მასპინძლობს
თალაკვაძე ახალგაზრდებს - სანამ ქუჩაში აქციებზე დგახართ, ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics