06:07 - 05 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-12 12:06:03, 287 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

"საქართველოს ბანკი" სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

„"საქართველოს ბანკი" წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ - სთან ერთად თბილისში მორიგი მაშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet - ის ახალ სასტუმროს Greet by Accor - ის მშენებლობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet - ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის  ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას,“ - განაცხადა "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ლალი ყელაურაძემ.

 




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ილია მეორე - დაძაბულობის გამო სააღდგომო სიხარულის განწყობა, ბევრში განელდა
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე სააღდგომო ლიტურგიას სიონში ესწრებიან
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - ქაშუეთში ლიტურგია დაიწყო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics